აღწერა
განახლებული DAKAR EVO II არის ოთხსეზონიანი adventure-touring ქურთუკი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და კომფორტს ყველა ამინდის პირობებში. ეს მაღალტექნოლოგიური ქურთუკი თქვენი იდეალური თანამგზავრია რთულ მარშრუტებზე როგორც ასფალტზე, ისე ოფროუდზე. მკერდზე მოხსნადი სავენტილაციო პანელები, ხოლო ხელებსა და ზურგზე რეგულირებადი ელვიანი ვენტილაციები უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჰაერის ცირკულაციას ტემპერატურის მატებისას. როდესაც ამინდი გაუარესდება, მოხსნადი თბილი ლაინერი შეგინარჩუნებთ სითბოს, ხოლო მოხსნადი წყალგაუმტარი და სუნთქვადი REISSA მემბრანა დაგიცავთ ტენიანობისგან. გარდა ამისა, DAKAR EVO II აღჭურვილია მოხსნადი CE დონის 1 დამცავებით მხრებზე, იდაყვებსა და ზურგზე.
უსაფრთხოება
– CE | EN 17092-4:2019 Class A სერტიფიცირებული
– მოხსნადი CE დამცავები მხრებზე Level 2 CE 1621-1
– მოხსნადი CE დამცავები იდაყვებზე Level 2 CE 1621-1
– მოხსნადი ზურგის დამცავი Level 1 CE 1621-1
– ამრეკლი ელემენტები უკეთესი ხილვადობისთვის და უსაფრთხო ღამის მგზავრობისთვის
კომფორტი
– ფიქსირებული mesh ლაინერი
– მოხსნადი თბილი ლაინერი 100 გრ
– მოხსნადი წყალგაუმტარი, სუნთქვადი REISSA მემბრანა.
ფუნქციონალურობა
– წყალგაუმტარი, ქარგაუმტარი, სუნთქვადი
– დამზადებულია მაღალი სიმტკიცის პოლიამიდის ქსოვილისგან, რომელიც გამოირჩევა მაღალი ცვეთამედეგობით.
– სავენტილაციო არხები ხელებსა და ზურგზე ელვებით
– მოხსნადი სავენტილაციო პანელები მკერდზე მაქსიმალური ვენტილაციისთვის.
– 2 წინა ჯიბე, 1 დიდი უკანა ჯიბე, 2 შიდა ჯიბე და 2 ჯიბე თბილ ლაინერში, მათ შორის ერთი მობილური ტელეფონისთვის.
ერგონომიკა
– რეგულირებადი სამაგრები წელზე და სახელოებზე იდეალური მორგებისთვის.
– სახელოს რეგულირების მექანიზმები
– SmartFit რეგულირების სისტემა საყელოზე










